3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მელქონ მაკარიანი – ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციით და საზოგადოების ჩართულობით განვახორციელებთ გეგმებს, რომლებიც მეტ განვითარებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს

,,მეშვიდე წელია უშუალოდ ვარ ჩართული მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რომელსაც ახალქალაქმა მიაღწია.

დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან სწორი კომუნიკაციით, საზოგადოების პირდაპირი ჩართულობით, სრულად განვახორციელებთ იმ გეგმებს, რომლებიც მეტ განვითარებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ახალქალაქის მერობის კანდიდატმა მელქონ მაკარიანმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც აცნობიერებ, რომ შენი პოლიტიკური გუნდი იმ ქალაქისა და სოფლების, შენი ხალხის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობას გაძლევს, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება უკავშირდება. ამისთვის მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“.

ბევრჯერ მიფიქრია, რა შემეძლო გამეკეთებინა მშობლიური ახალქალაქისთვის, როგორ გადამეხადა ამაგი გამზრდელი ხალხისთვის, ვინც კარგისა და ცუდის გარჩევა, ურთიერთობა და ცხოვრება მასწავლა. სწორედ ეს იყო ჩემი მოტივაცია, როდესაც 2014 წელს ახალქალაქის საკრებულოში დავიწყე საქმიანობა და ასეა ახლაც, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ულამაზესი მხარის მერობის კანდიდატად დამასახელა. ჩემი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, კარგად მაქვს გაცნობიერებული, როგორ უნდა გაგრძელდეს დაწყებული საქმე, რათა მუნიციპალიტეტი უფრო მეტად განვითარდეს. პროგრესის კვალდაკვალ ჩვენს წინაშე არაერთი გამოწვევაა. გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ პრობლემები.  ჩვენს მუნიციპალიტეტს გამოცდილი, პროფესიონალი, ენერგიული, საქმეზე ორიენტირებული ადამიანები სჭირდება ამიტომაც, „ქართულ ოცნებას“, ალტერნატივა არ აქვს.

საბედნიეროდ, მთელი ჩემი ცხოვრებაა თქვენს გვერდში დგომას თითოეული ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და 2 ოქტომბრის არჩევნებზეც თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მჯერა, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, რის შემდეგაც მე და ჩემი გუნდი გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ დაწყებულ საქმეს.

დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან სწორი კომუნიკაციით, საზოგადოების პირდაპირი ჩართულობით, სრულად განვახორციელებთ იმ გეგმებს, რომლებიც მეტ განვითარებასა და კეთილდღეობას’’-  განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მელქონ მაკარიანიმა საკრებულოს მაჟორიტარობის კანიდატები – კარაპეტ პალოიანი, ჰაკობ ჩახმახჩიანი, სიპან შიპაკციან, გრიგორ კარაგებაკიანი, ალბერტ მანუშიანი, გენადი ელიზბარიანი, არამაის ზაქარიანი, აშოტიკ ეღუნიანი, ჰამლეტ მოვსესიანი, ვაგარშაკ არაქელიანი, გურამ ოქროაძე, გრაჩია მოვსესიანი, ნვერ მოსოიანი წარადგინა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები