ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფლების – წესის, კვაცხუთისა და ხიმშის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო და  მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე ადგილობრივთა შეფასებები მოისმინა.

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი თავისებურად გამორჩეული და უდიდესი პოტენციალის მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, თითოეულ სოფელს კონკრეტული საჭიროებები აქვს, რომელთა გადაწყვეტა და მოგვარება ჩვენი ძირითადი მიზანია.

მუნიციპალიტეტის მთავარი სიმდიდრე აქ არსებული ადამიანური რესურსია, ამიტომ ნებისმიერი პროექტის თუ პროგრამის განხორციელებისას მაქსიმალურად ვეცდებით მოსახლობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ“. –  აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაზა დობორჯგინიძე: მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა –...

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწვეყილებას სუროგაციის აკრძალვის თაობაზე მიესალმება და მას კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმას უწოდებს. მისი თქმით, ქალის რეპროდუქციის გაყიდვა და...