ოთარ შამუგია: „მსგავსი მასშტაბის პროექტი სახიფათო ნარჩენების მიმართულებით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია მთლიანად იქნება უსაფრთხო“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.  

„ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის მიზანია დარიშხანის შემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების სრულად მოწესრიგება. პროექტი მოიცავს სამ ფაზას, რომელთაგან ორი უკვე დასრულებულია – ტერიტორია მთლიანად იზოლირებულია, მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებულინაპირდაცვითი, სალექარი და წყალგამყვანი არხები მოწყობის კუთხით. მომავალი წლის გაზაფხულზე, უკვე დავიწყებთ პროექტის მესამე ფაზას, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი, სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით, ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია იქნება სრულად მოწესრიგებული და უსაფრთხო“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ,  რაც ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნები  დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტს, რომელიცადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებულ პრობლემას სრულად მოაგვარებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები.  ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავებისა და, შემდგომში, მისი განხორციელების მიზნით,  ექსპერტებისა  და მოსახლეობის მონაწილეობით, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა,   განისაზღვრა პრიორიტეტები უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად და დაიგეგმა პირველადი დაცვითი ღონისძიებების ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ძუღარეშში (საიტი – ცანა 1) და სოფელ ყორულდაშში (საიტი – ცანა 3) განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რამაც განაპირობა  სახიფათო ტერიტორიაზე ადამიანების და ცხოველების მოხვედრის შესაძლებლობა; დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის,  წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები. კერძოდ, აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგსწარეცხვისაგან; გაკეთდა 350 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის არხი, სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის.

2025 წელს, განხორციელდება პროექტის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები – 50500 მ3 მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა, დარიშხანის შემცველი ნარჩენების შეგროვება და სარკოფაგში განთავსება.

მსგავსი სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და...

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ნათქვამია...

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან – „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით,...

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან - „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში რეგიონის შენობები ვარდისფრად...

კულტურის სამინისტრო – 22 ქართველი სტუდენტი ევროპის ცხრა ქვეყნის 17 სახელოვნებო...

საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, აკადემიური პროგრამების ფარგლებში განათლება მსოფლიოს წამყვან სახელოვნებო სასწავლებლებში მიიღონ. მათ შორის არის სტრასბურგის უნივერსიტეტი, ესტონეთის მუსიკისა...

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით განაცხადა. რუხაძის განმარტებით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, ჯანმრთელობის...