43:5 საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებების დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა. ავჭალის სტადიონზე გამართული მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 43:5 დასრულდა.

რუმინელი „მუხების“ დამარცხებით ქართველმა მორაგბეებმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. „რაგბი ევროპის“ მოქმედი ჩემპიონი – საქართველოს ნაკრები ტურნირში მეჩვიდმეტედ გამარჯვებას 16 მარტს თბილისში შეეცდება.

თამაშის ანგარიში ალექსანდრე თოდუას ლელოთი გაიხსნა. ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 7 ლელო დადეს. რუმინელებს ლელო აკა ტაბუცაძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა, გელა აფრასიძემ, თორნიკე კახოიძემ, გიორგი ახალაძემ, გიორგი კვესელაძემ გაუტანეს. გარდასახვები ლუკა მატკავამ (4) შეასრულა.

საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს.

ინფორმაციისთვის: საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 29-ჯერ შეხვდნენ და 19 მატჩში – ქართველებმა, ცხრაში კი რუმინელებმა გაიმარჯვეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...