4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ბუდაპეშტის N13ა-ს მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ, სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“-განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი – ავთანდილ ცინცაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – გიზო ვასაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.