4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 27 მილიარდ 561 მილიონი ლარი, ასიგნებები – 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტია

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 27 მილიარდ 561 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 2 მილიარდ 991 მილიონი ლარით.

  • შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 23 მილირად 435 მილიონ ლარამდეა, რაც 2024 წლის გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტით;
  • არაფინანსური აქტივების კლების, ანუ პრივატიზაციის სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 300 მილიონ ლარს;
  • ფინანსური აქტივების კლების, ანუ სესხების დაბრუნების მაჩვენებელი განისაზღვრა 400 მილიონი ლარის ოდენობით;
  • ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 მილიარდ 426 მილიონი ლარის ოდენობით;

ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 მილიარდ 410 მილიონი ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 მილიარდ 10 მილიონ ლარამდეა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ასიგნებების მოცულობა 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 მილიარდ 911 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტს.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები