4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

2 თებერვალს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში “გაზაფხულის ფესტივალი – ახალი წლის შემობრძანება” გაიმართება

2 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი აწყობს გაზაფხულის ფესტივალს.

გაზაფხულის ფესტივალი ჩინეთში, კორეაში, იაპონიასა და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი წლის შემობრძანებას გულისხმობს.

მობრძანებულ სტუმრებს ძალიან საინტერესო სანახაობა ელოდებათ.

უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები წარმოადგენენ დღესასწაულთან დაკავშირებულ საინტერესო აღმოსავლურ ტრადიციებს: ახალი წლის ლეგენდის პერფორმანსს, დრაკონის ცეკვას, ჩინურ სიმღერებს, ცეკვებსა და სხვა სახალისო აქტივობებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.