ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ცდის.
მისი თქმით, უკრაინულ იარაღის მწარმოებლებთან ერთად თანამედროვე შეიარაღების შექმნის პროცესში აშშ ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს და შემდეგ შექმნილ პროდუქტს აკვირდება, თუ რამდენად ეფექტურია ის ბრძოლის ველზე.
„უკრაინაში ბრძოლის ველზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება და იცვლება ომის ხასიათი, იმიტომ, რომ უკრაინაში ხელოვნური ინტელექტისა და იაფფასიანი დრონების ერთობლიობა ტრადიციული საბრძოლო შეიარაღების ალტერნატივას ქმნის“, – თქვა სალივანმა.
მისი თქმით, უკრაინული წარმოების რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ერთ-ერთი ინოვაციურია პლანეტაზე. ეს არის უკრაინული გამბედაობისა და საზრიანობის პროდუქტი. როგორც სალივანი აღნიშნავს, ახალი იარაღი ფასით ტრადიციულ შეიარაღებას კონკურენციას უწევს.
„უკრაინული და ამერიკული მრეწველობის თანამშრომლობის წახალისებით ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ჩვენი კომპანიები ახალი ტექნოლოგიების სფეროს პიონერები არიან, რაც ჩვენს ისედაც უნაკლო შესაძლებლობებს უფრო მეტად აძლიერებს“, – თქვა სალივანმა.
“ჩვენი კომპანიები იკვლევენ, რომელი ტექნოლოგიებია საუკეთესო და როგორ მოხდეს მათი გამოყენება კონფლიქტის დროს”, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.








