4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ მისამართებზე პირველად მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ხოლო, საგზაო ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ. მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური.

ამჟამად, დიდგორის ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის პირველი ფენა, ხოლო ნაწილზე სამუშაოების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„აღნიშნულ ორ ქუჩაზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს, გადაადგილება უჭირდათ. შესაბამისად, ეს პრობლემა მალე მოეხსნებათ. ჯამში, 10 000 კვ მ. ფართობზე დაიგება ასფალტი და მოვიცავთ ყველა ჩიხს. გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, სანიაღვრე ქსელს ვაწყობთ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ ასევე წავკისში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციასაც“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს, რისთვისაც ჯამში, 1 800 000 ლარამდეა გამოყოფილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.