4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ამომრჩევლებს კაჭრეთისა და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა

თვითმმართველობის არჩევნებში ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას კაჭრეთისა და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა.

„ამჯერად კაჭრეთის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდით. მოვისმინეთ ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ტრანსპორტისა და დასუფთავების თემას ეხებოდა. ინფორმაცია გადავეცით შესაბამის სამსახურებს. ამომრჩევლებთან შეხვედრა გავმართეთ ასევე ურიდიას ქუჩა N135-ის მიმდებარედ განახლებულ სკვერში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი მოსასვენებელი სივრცეები კიდევ შეემატება ჩვენს უბანს. ადგილობრივებმა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხზე ისაუბრეს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია“, – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

დავით ჭელიძის საარჩევნო შტაბი ცოტნე დადიანის ქუჩა N141-ში მდებარეობს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე გაესაუბროს კანდიდატს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.