4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ცოტნე ანანიძე: პრემიერის ინიციატივა დაიცავს მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან და ამასთან, სოციალურ ეფექტს მოუტანს დაბალშემოსავლიან, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ფასების შემცირების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, ფასების შემცირების მიზნით.

ანანიძის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან დაიცავს.

„პრემიერის ინიციატივა დაიცავს მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან და ამასთან, სოციალურ ეფექტს მოუტანს დაბალშემოსავლიან, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს“- წერს ანანიძე „ფეისბუქზე“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.