4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ციცინო შავაძე: ახლობლებს ფეისბუქის გვერდებზე უწერენ, რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი და რომ ძალიან ცუდი ბოლო გვექნება მე და ჩემს და-ძმებს. ამიტომ ვერიდები ყველგან გასვლას თითქმის 16 წელია, ოჯახთან ერთად მანქანით სადმე გასვლას, ან შეკრების ადგილზე მათთან ერთად ყოფნას

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, მის მიმართ დღემდე ხორციელდება მუქარა, რის გამოც იგი ერიდება ყველგან გასვლას და ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილებას.

„ახლობლებს ფეისბუქის გვერდებზე უწერენ, რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი, შეურაცხყოფები და რომ ძალიან ცუდი ბოლო გვექნება მე და ჩემს და-ძმებს. მე ამიტომ ვერიდები ყველგან გასვლას თითქმის 16 წელია. მე ოჯახთან ერთად ვერიდები მანქანით სადმე გასვლას, ან შეკრების ადგილზე მათთან ერთად ყოფნას, იმიტომ, რომ მათ რაიმე უბედურება არ მოვუტანო კიდე, რომელსაც მე ვეღარ გადავიტან“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.