4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ჩეხეთის პრეზიდენტი: ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება, მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში

გაზეთ The New York Times-თან ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება.

„დროა უკრაინელებმა და უკრაინის მხარდამჭერებმა რეალობას შეხედონ. ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება. მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პეტრ პაველის თქმით, უკრაინას მოუწევს რეალურად შეაფასოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივები.

„უკრაინის დამარცხებაზე ან რუსეთის დამარცხებაზე საუბარი უბრალოდ არ მოხდება. ასე რომ, დასასრული იქნება სადღაც შუაში“, – განაცხადა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.