4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შსს-მ სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული კ.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ც. და 1985 წელს დაბადებული გ.ჯ.

„დანაშაულები რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, „ლირიკა“ და „მცენარე კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.