4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი: ქუჩის ღონისძიებები ოპოზიციას გუშინვე ჰქონდა დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და შემდეგ არასახელოვნად დაშალეს. ამ მონაცემებით ჩანს, რომ გვექნება 89 მანდატი და პარლამენტი მათ გარეშეც შეიკრიბება

ქუჩის ღონისძიებები ოპოზიციას გუშინვე ჰქონდა დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და შემდეგ არასახელოვნად დაშალეს. ამ მონაცემებით ჩანს, რომ გვექნება 89 მანდატი პარლამენტში. რა თქმა უნდა პარლამენტი მათ [ოპოზიციის] გარეშეც შეიკრიბება და ეს კინოც ვნახეთ 2020 წელს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ოპონენტები არ აღიარებენ არჩევნებს, უკვე დააანონსეს ქუჩა, რა რესურსი აქვთ მათ და როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში პროცესები.

„ქუჩის ღონისძიებები ოპოზიციას გუშინვე ჰქონდა დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და შემდეგ არასახელოვნად დაშალეს. ასე რომ, მათი მხრიდან ეს პირველად არ ხდება. არის გამონათქვამი, რომ ერთსა და იმავე წყალში ორჯერ არ უნდა შეხვიდე, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ჩვენ ამ პოლიტიკურ კლასს, რომელიც არის სიმბიოზი პარტიების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ვერანაირი დასკვნა ამ გაკვეთილებიდან ვერ გამოაქვს. მათ შორის ეს სიმბიოზი გუშინაც დადასტურდა, როდესაც ვნახეთ, რომ სინქრონიზებული იყო მათი განცხადებები არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით პარტიების მხრიდან და იმ ერთი გაერთიანება „ენჯეოების“ მხრიდან. ერთმანეთს ელოდებოდნენ და ისე გამართეს ბრიფინგი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზღვარი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის სრულად არის მოშლილი.

ეს კიდევ ერთი გამოწვევაა ზოგადად ჩვენი სამოქალაქო სექტორისთვის. ამ მონაცემებით ჩანს, რომ გვექნება 89 მანდატი პარლამენტში. რა თქმა უნდა პარლამენტი მათ [ოპოზიციის] გარეშეც შეიკრიბება და ეს კინოც ვნახეთ 2020 წელს. „ქართული ოცნება“ და პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას იმ დღის წესრიგით, რომლითაც წინასაარჩევნო კამპანიაში წარვდექით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ამ დღის წესრიგის შესასრულებლად ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა, რათა მივიღოთ კანონები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესში იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.