4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი ნიღბების აკრძალვაზე: ასეთი რეგულაციები მოქმედებს როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ასევე აშშ-ში. იდეა მარტივია, რომ უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება

ნიღბების აკრძალვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვინახავს ბევრი დემონსტრაცია და ყველა აქციაზე შენიღბული დემონსტრანტები ყოველთვის იწვევდნენ კითხვის ნიშნებს თუ რა მოტივაცია არის ასეთი ადამიანების უკან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქციაზე ნიღბის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

„ასეთი რეგულაციები მოქმედებს, როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში, ასევე აშშ-ში. იდეა მარტივია, რომ უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება. როდესაც ადამიანი არის შენიღბული და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება არის გართულებული, ის უფრო თამამია კანონდარღვევასა და აგრესიაში.

ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში, ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს. ევროკავშირში არის რეგულაციები, რომ მთლიანად საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა. ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციას, სადაც ასეთი შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღებული იქნება კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.