4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად კენჭს გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან.

ხვალვე, უმრავლესობის წევრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ კი – გივი მიქანაძის კანდიდატურებს დაუჭერენ მხარს.

5 აპრილს, დეპუტატები დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გადანაწილების შესახებ, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შემადგენელი ნაწილია. ასევე, დეპუტატები კომიტეტების ანგარიშებს მოუსმენენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.