4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აფრიკის დასახლებაში, ე.წ. გუმათჰესის სკვერში მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ადგილობრივებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა და სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ წარუდგინეს და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივებთან ერთად განიხილეს რაიონში არსებული ვითარება და სამგორის წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის გზები. შეხვედრაზე, რომელიც ახლადრეაბილიტირებულ სკვერში შედგა, აღინიშნა, რომ სამგორის რაიონში კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა, გზების საფარის დაგება, კომუნიკაციების მოწესრიგება და გარე განათებების დამონტაჟება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.