4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„ქართული ოცნების“ მთავრობა ტრანსოფრმირდა რუსულ მთავრობად, რომელმაც მთავარი ანტიპუტინისტი – შემდეროვიჩი არ შემოუშვა ქვეყანაში, მაგრამ მწვანე შუქს უნთებს ყველას, ვინც ემსახურება პუტინის ბარბაროსულ რუსულ რეჟიმს“- ლაშა ფარულავა

„ქართული ოცნების“ მთავრობა ტრანსოფრმირდა რუსულ მთავრობად, რომელმაც მთავარი ანტიპუტინისტი – შემდეროვიჩი არ შემოუშვა ქვეყანაში, მაგრამ მწვანე შუქს უნთებს ყველას, ვინც ემსახურება პუტინის ბარბაროსულ რუსულ რეჟიმს.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

„რუსი ოპოზიციონერები,რომლებიც არიან პუტინის რეჟიმისგან დევნილი პოლიტიკოსები თბილისში მართავდნენ ღონისძიებას. სწორედ ამისთვის იყო მოწვეული ბატონი შენდეროვიჩი თბილისში თუმცა, საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნების“ მთავრობა რეალურად ტრანსფორმირდა რუსულ მთავრობად, არ შემოუშვა მთავარი ანტიპუტინისტი საქართველოში, თუმცა ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ მწვანე შუქი აქვს ანთებული პუტინის ბარბაროსული რეჟიმის ოჯახის წევრებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩამოვიდა ქვეყანაში ლავროვის შვილი, როგორ იმოგზაურა ქვეყანაში და ვხედავთ, როგორ არ უშვებენ მთავარ ანტიპუტინისტებს, პუტინის რეჟიმისგან დევნილ პოლიტიკოსებს და ის კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სიგნალს, რომელიც გვიჩვენებს, რომ რეალურად საქართველოს მთავრობა არის რუსული მთავრობა და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო, საზიანოა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ და სწორედ ეს სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც გააბა ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ პუტინის რეჟიმთან, სწორედ ამ დღის წესრიგის გაგრძელებაა ბატონი შენდეროვიჩის არ შემოშვება, მაგრამ მწვანე შუქი აქვს ანთებული ყველა იმ პოლიტიკოსს ან პოლიტიკოსის ოჯახის წევრს, რომელიც რეალურად ემსახურება პუტინის ბარბაროსულ რუსულ რეჟიმს და ცხადია ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს.“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ

ავტორი:

ბოლო სიახლეები