4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, თბილისში უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია იმყოფება

„ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, თბილისში უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია იმყოფება.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი ორმხირივი ურთიერთობების გაძლიერებაა.

აღინიშნა, რომ უნგრეთსა და საქართველოს საერთო მიზნები და ხედვები აქვთ. შეხვედრა გაიმართება პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.

უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი 19 ივნისს დასრულდება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ და შევთავაზეთ, რომ გაგვეფორმებინა მემორანდუმი, რომელიც იქნება სექტორული თანამშრომლობის და ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო პროექტში. გვიხარია, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა, პარტიებს შორის თანამშრომლობა ახლა უკვე გრძელდება პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის“, – აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები