4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ფოთში საერთაშორისო პლენერი „პალიტრა ფოთი 2025“ გაიხსნა

ფოთში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საერთაშორისო პლენერი „პალიტრა ფოთი 2025“ გაიხსნა.

პლენერის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრები ერთი კვირის განმავლობაში 20-მდე ფერწერულ ნამუშევარს შექმნიან.

წელს, ღონისძიებაში, ქართველ მხატვრებთან ერთად მონაწილეობენ მხატვრები ლატვიიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ირლანდიიდან, აზერბაიჯანიდან და ბულგარეთიდან.

„პალიტრა ფოთი“ ტრადიციული პლენერია და მისი მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა.

პლენერი ქართველ ხელოვანებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ უცხოელ კოლეგებთან ერთად, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და გაეცნონ თანამედროვე მხატვრობის უახლეს ტენდენციებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.