4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ფაშინიანმა ალიევს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე მუშაობის დაწყება შესთავაზა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მიმართა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე მუშაობის დაწყება შესთავაზა.

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დამტკიცებულია და ხელმოწერას ელის. მე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვთავაზობ დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმების პროექტის ხელმოსაწერად“, – დაწერა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ერევანმა მიიღო ბაქოს წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით. იგივე დაადასტურა აზერბაიჯანულმა მხარემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.