4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ტრამპმა უკრაინის მოლაპარაკებებიდან გასვლა დაუშვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ შესაძლოა, უკრაინის კრიზისის მოგვარებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევიდან გამოვიდეს.

„შეიძლება დავტოვო და ვთქვა, წარმატებები და ამით დასრულდება ყველაფერი. შეიძლება ვთქვა, რომ ამის მოგვარება ვერ მოხერხდება. ვგულისხმობ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ვფიქრობ, მე რომ არ ვყოფილიყავი, ის ახლა არავისთან არ ისაუბრებდა. მაგრამ მე ვაპირებ მასთან შეხვედრას. ვნახავთ, რა არის პარამეტრები. შემდეგ შეხვედრისთანავე დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს. ვეტყვი, როგორი გარიგებაა. მე არ ვაპირებ გარიგების დადებას. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.