სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება – განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზედედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებსსოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრისა  და  შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025  სასწავლო  წლისგაზაფხულის  სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსებას.

„ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების   მიღება   გაგრძელდება  31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევემნიშვნელოვანია ახალგაზრდების  ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს. სასამართლო სათათბიროდ რამდენიმე წუთის წინ გავიდა. სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას რამდენიმე შუამდგომლობასთან დაკავშირებით უნდა...