4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სოსო გიორგაძე: იმ აუდიტის დასკვნასთან, რომელიც უშუალოდ გიგა კობალაძის დაკვეთით შესრულდა, ჩვენ წვდომა არ გვაქვს. წერილობით მივმართეთ, თუმცა ეს დასკვნა „საქპატენტისთვის“ არ გამოუგზავნია

ის აუდიტი, რაც გიგა კობალაძემ ჩაატარა, იყო სხვა სტანდარტის, კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების, როგორც თავად აღნიშნა, ხოლო ჩვენ შევისყიდეთ სხვა სტანდარტის აუდიტორული მომსახურება. ჩვენ საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლა გვჭირდებოდა, – ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიგა კობალაძემ შიდა აუდიტი მას შემდეგ ჩაატარა, რაც „საქპატენტმა“ განაცხადა, რომ აპირებდა აუდიტის ჩატარებას.

„ინფორმაცია გვქონდა და თვითონ გვაცნობა და გვითხრა, რომ არ არის საჭირო თქვენ ჩაატაროთ აუდიტი, რადგან მე თვითონ ვატარებო. თუმცა, ის რაც მან ჩაატარა, იყო სხვა სტანდარტის აუდიტი, კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების, როგორც თავად აღნიშნა, ხოლო ჩვენ შევისყიდეთ სხვა სტანდარტის აუდიტორული მომსახურება. ჩვენ საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლა გვჭირდებოდა. იმ აუდიტის დასკვნასთან, რომელიც უშუალოდ გიგა კობალაძის დაკვეთით შესრულდა, ჩვენ წვდომა არ გვაქვს. წერილობით მივმართეთ ბატონ გიგას, თუმცა ეს დასკვნა „საქპატენტისთვის“ არ გამოუგზავნია.

ჩვენს მიერ შეძენილ აუდიტორულ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ გადასახადების გადახდა ხდებოდა კანონდარღვევით, საუბარია, რომ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის შედეგად მიღებული სარგებელი მთლიანად ნაწილდებოდა მენეჯმენტზე და არა ავტორებზე. ნაცვლად იმისა, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას 20% აეღო ავტორთა ჰონორარებიდან 47% ჰქონდა აღებული მართვის ხარჯი“, – განაცხადა გიორგაძემ.

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ კომპანიაში შიდა აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაერთი უზუსტობა და ფინანსური დარღვევაა გამოვლენილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები