4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სენატორი დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების განსახილველად დღეს გამართულ შეხვედრას მიესალმება

აშშ-ის კონგრესის სენატორი, სტივ დეინსი დღეს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

„სენატორი დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების განსახილველად დღეს გამართულ შეხვედრას მიესალმება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში და მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების განსავითარებლად“, – აღნიშნულია ამერიკელი კანონმდებლის განცხადებაში.

ცნობისთვის აშშ-ის საელჩომ საქართველოში დღეს განაცხადა, რომ თბილისში სენატორი დეინსი ჩამოვიდა, რომელიც მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.