4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა საერთო ჯამში 600 გრამი დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად 600 გრამი დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 132 404 ლარი შეადგინა.

სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.