4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

საქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულ ირანის მოქალაქეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემოტანისთვის დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულმა საქართველოში, ტვირთში დამალული, 200 კილოგრამი „ჰეროინი”, რაც 50 მილიონზე მეტი ღირებულებისაა, ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, „წითელი ხიდიდან” შემოიტანა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ტვირთი ბულგარეთში უნდა გასულიყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკულ საშუალებასთან შეხება არ ჰქონია.

„წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვინაიდან ის არის მძღოლი, არც სატვირთო ავტომობილი და არც ტვირთი არ იყო მისი. შეიძლება ითქვას, რომ ის არის მსხვერპლი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.