4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

საქართველოში აშშ-ის საელჩო – აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს – შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში

საქართველოში აშშ-ის საელჩო – აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს – შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას დაიცვან კანონი,წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია ვიზასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნათ.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში. შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და უცხოელი ვიზიტორებისგან ამ კანონების დაცვას მოელის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.