4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ის ფარგლებში საქართველოს ელჩებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად „ელჩების კონფერენცია 2025“-ის ფარგლებში საქართველოს ელჩებს უმასპინძლა.

პრეზიდენტის სასახლეში ქართველ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდა.

პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა მათი პროფესიონალიზმისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორც პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო ღირსეულად პოზიციონირებს, რაშიც საქართველოს ელჩებს დიდი წვლილი მიუძღვით.

„ყველა ვხედავთ, თუ როგორი გამოწვევებია და ამ გამოწვევების ფონზე ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორ ღირსეულად პოზიციონირებს თავისი ეროვნული ინტერესით, თავისი ხედვითა და გონიერი ქმედებებით და, რა თქმა უნდა, ამაში თქვენი წვლილიც დიდია.

იყავით ძლიერები, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი პატარა საქართველო იმ ქვეყნებში, სადაც მოღვაწეობთ და იცოდეთ, რომ ყველა გიჭერთ მხარს, მთელი საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.