3 ოქტომბერი, შაბათი, 2026
3 ოქტომბერი, შაბათი, 2026

საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველმა ლედიმ ორბელიანების სასახლის მიმდებარედ წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ პროდუქციას და მათ საქმიანობას გაეცნო.

გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქართული წარმოების მხარდაჭერასა და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. თბილისობის ფარგლებში გამართული ღონისძიება ქართული მეწარმეობის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. გამოფენაში 70-ზე მეტი ქართველი მეწარმეა ჩართული.

მონაწილეები მადლობას უხდიან თამარ ბაგრატიონს, ქართული საქმისა და ქართველი მეწარმეების მიმართ გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა 3 და 4 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები