3 ოქტომბერი, შაბათი, 2026
3 ოქტომბერი, შაბათი, 2026

გიორგი შარაბიძე: 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადაცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა შვიდ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობს.

როგორც გიორგი შარაბიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, ​15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადასცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა.

„ახლა ვაგროვებთ 17:00 საათის მონაცემებს და ამის შემდეგ უფრო დაზუსტებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ აქტივობაზე, თუმცა, 15:00 საათის მონაცემებით, იმ ტიპის არჩევნებისთვის, რომელიც არის ზოგადად საკრებულოს შუალედური არჩევნები, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობა“, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები