4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად ზუგდიდში პასპორტის ორიგინალური შალითი შექმნეს [ფოტო]

ზუგდიდში არსებულმა ,,ეკო ჰენდმეიდ” საწარმოს დამფუძნებელმა ეკატერინე ჯოლოგუამ საქართველოს ნაკრების წარმატების ინსპირაციით პასპორტის ჩასადებები შექმნა.

ორიგინალური პასპორტის ჩასადებები საქართველოს ნაკრების ფერებშია გადაწყვეტილი, ამოტვიფრულია საბერძნეთთან გამარჯვების თარიღი, შიდა მხარე კი დატვირთულია ნაკრების ფეხბურთელთა გვარებით. ჩასადების უკანა მხარე ნაკრების ფეხბურთელთა სახელობითი იქნება.

,,ანთებული ვიყავი იდეით, შემქმნა მერჩი ამ ისტორიული მატჩის თემაზე… პირველ ნიმუშზე რა თქმა უნდა ზუგდიდის სიამაყის – კვეკვესკირის გვარია დატანილი. არვინ გაბედოს ამ პასპორტის შალითის გარეშე გერმანიაში გაფრენა” – აცხადებს ჯოლოგუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.