4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

საფრანგეთი ნეთანიაჰუს დაპატიმრებით იმუქრება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიშელ ბარნიეს განცხადებით, თუ ისრაელის მთავრობის მეთაური ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთს ეწვევა, მას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის შესაბამისად დააკავებენ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ბარნიეს განცხადებით, საფრანგეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე აღებულ საკუთარ ვალდებულებებს მკაცრად იცავს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს, ამიტომ, ჩვენ მის გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – თქვა ბარნიემ საფრანგეთის პარლამენტში გამოსვლის დროს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარიზი ნეთანიაჰუს ჩამოსვლის შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა დასძინა, რომ ეს „ჰიპოთეტური საკითხია“.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები 21 ნოემბერს გასცა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.