4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სამეგრელოში 50 წლამდე მამაკაცი 75 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს

Სამეგრელოში, სავარაუდო სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.

Გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეზობელს, 75 წლის ქალს თავს დაესხა და სექსუალური ძალადობა სცადა.

Ამავე ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე ნიღბით იყო, რისი ჩამოხსნაც ქალმა შეძლო და თავდამსხმელი ამოიცნო.

Შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება სსსკ-ის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები