საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბრის განახლებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-დან 7,2%-მდე, ხოლო მსოფლიო ბანკმა 5%-დან 7%-მდე გაზარდა.
ერთ თვეში საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მეოთხე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გააუმჯობესა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის ბანკის განახლებული პროგნოზი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ზე მაღალ ზრდას ითვალისწინებს.









