13 ოქტომბერი, სამშაბათი, 2026
13 ოქტომბერი, სამშაბათი, 2026

რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: სანამ გვარამია მოთქვამს, ჰერჩინსკი გულანთებით ცეკვავს, ასე გააგრძელონ ერთმაც და მეორემაც. საქართველოს წინსვლას და განვითარებას ისინი ხელს ვერასდროს შეუშლიან

მცირე ნამუსიც რომ გააჩნდეს ამ აგენტურულ ოპოზიციას, ქართულ პოლიტიკაში საკუთარ თავს თვითონვე უნდა კრძალავდეს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში საკუთარ მხარდამჭერებს აიმედებდა, რომ ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვლებოდა და ამის წინაპირობა ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა.

მისივე თქმით, აგენტურული ოპოზიცია იმდენად განაგურებულია, რომ ყველას ერთად წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი.

„ასეთი განადგურების მიუხედავად, ისინი გარეთ ეძებენ გზებს, რომ საქართველო დააზიანონ, მაგრამ ფაქტია, რომ სანამ გვარამია მოთქვამს, ჰერჩინსკი გულანთებით ცეკვავს. ასე გააგრძელონ ერთმაც და მეორემაც. საქართველოს წინსვლას და განვითარებას ისინი ხელს ვერასდროს ვეღარ შეუშლიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები