4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“როდის შეგიძლიათ ამ გოგოსავით სიკვდილზე წახვიდეთ თავისუფლებისთვის?” – გიგა მაქარაშვილი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებს მიმართავს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რადიკალური ოპოზიციის აქტივობასა და ირანში, თეირანის უნივერსიტეტში სტუდენტი ქალის მიერ განხორციელებულ (სავარაუდოდ) პერფორმანსს შორის პარალელს ავლებს და ოპოზიციის აქტივისტებს მიმართავს, “როდის შეგიძლიათ ამ გოგოსავით სიკვდილზე წახვიდეთ თავისუფლებისთვის?”

“როგორ ფიქრობთ, რას იძახდა ქუჩაში გასვლის წინ? გეგმა, მუხტი, ლიდერი, მიკროფონი, პიკეტი, რევოლუცია, გეგმაააა..? არა! თვითონ იყო გეგმაც, მუხტიც, ლიდერიც და რევოლუციაც. და ეგრეა ჩვენთანაც, თითო კაცში მიძინებული ბობოქარი სული.

ერთ დღესაც, ვეღარ დაეტევა სხეულში და იფეთქებს!

როდის?

რა ვიცი, კითხეთ თქვენს თავს, როდის შეგიძლიათ ამ გოგოსავით სიკვდილზე წახვიდეთ თავისუფლებისთვის?“- წერს გიგა მაქარაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვრდზე.

ცნობისთვის: ირანში თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტი ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ნაწილობრივ გაშიშვლდა უნივერსიტეტის კამპუსში.

ამის შესახებ პირველებმა განაცხადეს ირანულმა ტელეგრამის არხებმა და უფლებადამცველებმა. მათი ინფორმაციით, უშიშროების სამსახურების თანამშრომლები სტუდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო.

სოციალური ქსელები ასევე წერენ, რომ უშიშროების ძალებმა და პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია „ბასიჯის“ წარმომადგენლებმა დაკავებულს ტანსაცმელი შემოახიეს. თუმცა ზოგიერთი თვითმხილველი ამტკიცებს, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი თავად გაიხადა.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები