4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

რიმა ბერაძე: ქვეყანაში ხდება ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის

ხდება ქვეყანაში ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ. მისი თქმით, ეს ყველაფერი გარედან არის დაფინანსებული.

„კანონის მიხედვით დაისჯებიან ეს ადამიანები, რასაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულად კანონის თითოეული მუხლი“, – აღნიშნა ბერაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ რადიკალური ჯგუფების ზიზღისა და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივ დავას იწყებს. საჩივრით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და ტერორის პროპაგანდით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.