4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირმა დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით რაიმე პროგრესის შესაძლებლობა – თუმცა, საქართველო, სავარაუდოდ, დარჩება კანდიდატ ქვეყნად

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„ევროკავშირმა უკვე დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით რაიმე პროგრესის შესაძლებლობა. თუმცა, საქართველო, სავარაუდოდ, დარჩება კანდიდატ ქვეყნად. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს სტატუსი გაუუქმდა, იყო ისლანდია მას შემდეგ, რაც მან ეს ევროკავშირს სთხოვა 2015 წელს, გაწევრიანების განაცხადის შეტანიდან 6 წლის შემდეგ“, – აღნიშნა რიკარდ იოზვიაკმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.