4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

რატი იონათამიშვილი – დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია – ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას

რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის მიერ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის კომენტირებისას.

მისი თქმით, დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას.

„რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია. დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას. შესაბამისად, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, თუ 2024-ის არჩევნები მათთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.