4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

პულმონოლოგი: ჰაერის დაბინძურება დღესდღეობით წინა პლანზეა წამოწეული და შემცირების ტენდენცია ნაკლებად ისახება – იზრდება რესპირატორული სისტემის როგორც ქრონიკულად მიმდინარე, აგრეთვე, მწვავედ გამოწვეული პრობლემები

პულმონოლოგი ოთარ გაბრიჭიძე დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული დაავადებების შესახებ განმარტებას აკეთებს.

„ჰაერის დაბინძურება დღესდღეობით წინა პლანზეა წამოწეული და შემცირების ტენდენცია სამწუხაროდ, ნაკლებად ისახება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა აირის, აეროზოლების, ქიმიური თუ ბიოლოგიური მოლეკულების უკონტროლო გამოთავისუფლება. იზრდება მათ შორის, რესპირატორული სისტემის როგორც ქრონიკულად მიმდინარე, აგრეთვე, მწვავედ გამოწვეული პრობლემები. ეს შეიძლება იყოს ფილტვების სხვადასხვა ობსტრუქციული დაავადება, სხვადასხვა აეროზოლის ზემოქმედებით გამოწვეული პნევმონიტები, აგრეთვე მწვავე რესპირატორული, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციები”, – განაცხადა ოთარ გაბრიჭიძემ.

12 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას ეხება. „წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისა და ადამიანების კომფორტული გადაადგილებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.