4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

პრემიერი სანქციებზე: გვაქვს იმედი, რომ არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იყო მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ სანქციებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი, სამწუხარო ანტიქართული გადაწყვეტილებები.

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.