რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა, საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, მომდევნო დღეებში, ისევე როგორც დღეს, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.
„არის დიდთოვლობა რამდენიმე რეგიონში, საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. დღესაც, არის მაქსიმალური მობილიზება და მომდევნო დღეების განმავლობაშიც ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოსახლეობაზე დიდთოვლობიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრემიერმა.








