4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

პრემიერი: ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად, ყოველგვარი დათქმის გარეშე მივიდა დამხობის აქციაზე და როცა ჩავარდა ძალადობა, გაემიჯნა – ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა

სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად, გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე ის მივიდა დამხობის აქციაზე და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

პრემიერის თქმით, ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, რაც მოხდა.

„სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად. შემდეგ, წაგებულზე გაემიჯნა. როგორც გემბანიდან გარბიან პირველი ვირთხები, ასე გაიქცა ზუსტად. სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძის შვილი, თინა ბოკუჩავა, ერთი ყალიბით დამზადებული უცხოელი აგენტები არიან. გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე სალომე ზურაბიშვილი მივიდა დამხობის აქციაზე. ეს ადამიანები ყოველგვარი დათქმის გარეშე მივიდნენ აქციაზე. ხომ შეიძლება, დათქმა მაინც გაეკეთებინათ, რომ კი, დამხობის აქცია გამოცხადდა, მაგრამ ძალადობა თუ იქნება, მერე გავემიჯნებით. დათქმის გარეშე შეუერთდნენ დამხობის აქციას, ძალადობაზე ორიენტირებულ აქციას და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნნენ. ასე ყველა გაემიჯნება, მით უმეტეს, თუ „ნაცი“ ხარ. „ნაცს“ ხომ ღირსება არ აქვს. თანაგუნდელის გაწირვაც არის „ნაცის“ სახე. ასე აჩვენეს საკუთარი სახე. ხალხმა თავი მაინც გაწირა, არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებენ არც ბურჭულაძე, არც ზოდელავა და სხვები, მაგრამ, იმათ რაღაც ნაბიჯი მაინც გადადგეს, მაგრამ ესენი ვირთხებივით გაიპარნენ პირველივე გემბანიდან, როცა ნახეს, რომ გემი იძირებოდა. ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც მოხდა. ეს ადამიანები მივიდნენ ოფიციალურად დამხობის აქციაზე. დამხობა არ არსებობს ძალადობის გარეშე. დათქმის გარეშე მივიდნენ დამხობის აქციაზე, ანუ ძალადობრივ აქციაზე და ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან პირველები, როდესაც ჩავარდა აქცია. პირდაპირ თავდასხმა დაუწყეს ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. მართლა შეგეცოდება რაღაც კუთხით ეს ადამიანები, პირველი რომ გიღალატებს გვერდით მდგომი. ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდნენ და ხუთ წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, ეს არის „ნაცის“ სახე, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული. ხოშტარია სად დაიმალა? ყველა გაემიჯნა უცბად“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.