როცა ორგანიზატორი ამ აქციების პირდაპირ აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების დამხობის დღე და მე, მოქალაქე ვდგები და გავდივარ ქუჩაში ე.ი. მეც პასუხისმგებელი ვარ. თუ ემიჯნები – გაემიჯნე. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, შეუძლებელია აქციაზე მისულ პირებს არ სცოდნოდათ თუ რას გეგმავდნენ ორგანიზატორები და ქუჩაში გასვლით ისინი გააზრებულად ჩაერთვნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.
„შეგიძლიათ გადაამოწმოთ რა ხდებოდა 4 საათამდე, წინა დღეებში, მთელი ეს განწყობა, რაც უნდოდათ შეექმნათ, რომ 4-ში ვიწყებთ 4 -ში ვამთავრებთ. როცა მე ვემიჯნები ძალადობრივ პროცესს, როცა ორგანიზატორი ამ აქციების ვინც მოუწოდებს საზოგადოებას გამოსვლისკენ პირდაპირ აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების დამხობის დღე, დღეს დავიწყებთ და დავამთავრებთ, მე პასუხისმგებლობიანი საქართველოს მოქალაქე ვდგები და გავდივარ ქუჩაში და ვუერთდები ამ აქციას ე.ი. მეც პასუხისმგებელი ვარ. თუ ემიჯნები, კეთილი ინებე და გაემიჯნე და თქვი, რომ მე ვემიჯნები, ეს არის ძალადობრივი აქტი, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ და არ გავალ საერთოდ ამ აქციაზე. მაგრამ რომ გავდივარ და ვუერთდები და იცი, და შეუძლებელია ვინც არის ორგანიზატორი იმათგან არ ჟონავდეს და არ მოდიოდეს რიგით აქციის მონაწილემდე ინფორმაცია. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, ყველა იყო მოლოდინის რეჟიმში. ამიტომ ვახსენე მე 2003 წელი, იგივე მოლოდინი ჰქონდათ. 2003 წელს ეს ყველაფერი განახორციელეს შიდა დაბნეულობის, უსუსური მაშინდელი ხელისუფლების გამო. იგივე სცენარი იყო, უბრალოდ დღეს საზოგადოებაც, ხელისუფლებაც და სახელმწიფოც არის ძლიერი. ეს არის განსხვავება. ვინც დანაშაული ჩაიდინა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთანაც შეგნებულად მივიდნენ აქციის მონაწილეები, რომ პროვოკაცია გამოეწვიათ.
„მცირე გამარჯვებისთვის უნდა მიეღწიათ და აირჩიეს ლოკაცია. ან საკრებულო უნდა ყოფილიყო ან პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.








