4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში

ამ ბიუჯეტში, რომელიც უკვე გავიარეთ, არის 3 მილიარდი ლარით გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტი და 2 მილიარდ-ნახევრით არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს ზრდა არის ყველა მიმართულებით, არ არსებობს არც ერთი სამინისტრო, რომელსაც თანხა არ მოემატა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

კვიჟინაძის განცხადებით, საქართველოს ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

„ამის გარდა, ეს არის ხელფასების 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში, პენსიების, შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების. ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მე შემიძლია ოქტომბერში სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გაგახსენოთ, სადაც [საქართველო] ეკონომიკური ზრდით პირველ ადგილზეა როგორც კანდიდატ ქვეყნებში, ისე ევროპის წევრ ქვეყნებში, მთავრობის ვალის სიმცირით მე-6 ადგილზეა ევროპის ქვეყნებში და მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის. დავამატებ კიდევ ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც მნიშვნელოვანია, აქაც საქართველო მე-8 ადგილზეა ევროკავშირის უკვე წევრ ქვეყნებსა და მე-2 ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.