4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნინო წილოსანი FARA-ს დოკუმენტზე: იდენტური საფუძველი აქვს ყველა იმ უსამართლო განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი მედიასთან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ „ნაცმოძრაობამ“ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა, შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა.

„ფარამ“ გამოავლინა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაფინანსებული ჯო უილსონი და მისი აქტივობა სოციალურ ქსელებსა თუ მედია სივრცეში. იდენტური საფუძველი აქვს ყველა იმ უსამართლო განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია – „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ სოლიდური თანხა გადაუხადა. ეს კომპანია კი თავის მხრივ, კონგრესმენ ჯო ვილსონის დამფინანსებელია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.