4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როდესაც გარედან ჩარევის ნეგატიურ მხარეებზე მსჯელობენ, თავად უნდა მისცენ ამის საუკეთესო მაგალითი და არ ჩაერიონ ისეთი სუვერენული ქვეყნის პოლიტიკაში, როგორიც საქართველოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტს აფასებს, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

„უცხოური ჩარევების ნეგატიურად საუკეთესო შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების პროცესში ერთვებოდნენ და წინა ფლანგზე იდგნენ. როდესაც ისინი საკუთარი ინტერესებით ნაკარნახევ დღის წესრიგს ადგენენ და გარედან ჩარევის ნეგატიურ მხარეებზე მსჯელობენ, თავად უნდა მისცენ ამის საუკეთესო მაგალითი და არ ჩაერიონ ისეთი სუვერენული ქვეყნის პოლიტიკაში, როგორიც საქართველოა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.