4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნინო ფოჩხუა “Vision of Humanity”-ის კვლევაზე: ეს კვლევა ეფუძნება ზუსტად იმ რვა საყრდენს, რომელიც ჩვენი როგორც გარე, ისე შიდა მტრების მუდმივი კრიტიკის ობიექტია

მაშინ როცა ჩვენი “სტრატეგიული მეგობრები” ჩართულები არიან საქართველოს გაშავებასა და აყირავების პროცესში, “Vision of Humanity” კვლევით ჩვენი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის მაჩვენებელში საგრძნობლად წინ წაიწია და მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ადასტურებს, რომ ქმედებები, რასაც როგორც გარე, ისე შიდა მტრები სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებენ, შედეგს ვერ მოიტანს.

„მაშინ როცა ჩვენი “სტრატეგიული მეგობრები” ჩართულები არიან საქართველოს გაშავებასა და აყირავების პროცესში, “Vision of Humanity” კვლევით ჩვენი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესის მაჩვენებელში საგრძნობლად წინ წაიწია და მსოფლიო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენს ხელისუფლებას უწევს მუშაობა, საქართველო მაინც წინ მიდის.
ეს კვლევა ეფუძნება ზუსტად იმ რვა საყრდენს, რომელიც მუდმივი კრიტიკის ობიექტია, ჩვენი როგორც გარე, ისე შიდა მტრების.
აი ეს ჩამონათვალიც:
1. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
2. ჯანსაღი ბიზნეს გარემო
3. კორუფციის დაბალი დონე
4. ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
5. ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
6. კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
7. ინფორმაციის თავისუფლება
8. რესურსების სამართლიანი განაწილება
ასე რომ საქართველოს მომავალი აქვს და ფუჭია ყველა იქ ქმედება, რასაც გლობალური ომის პარტია აქაური მარიონეტებით ასე მონდომებით ცდილობენ.“ – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.